1788859399
უცხოეთი
თბილისი-ბაქოს მატარებელმა აზერბაიჯანში კაცი გაიტანა, რომელიც ადგილზე დაიღუპა
სამგზავრო მატარებელი, რომელიც თბილისიდან ბაქოში მიდიოდა, აზერბაიჯანში, ზაიმ-დელიარის მონაკვეთზე 24 წლის კაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ oxu.az იუწყება.
გამოცემის ცნობით, მატარებელი 135 კმ/სთ-ის სიჩქარით გადაადგილდებოდა და შეჯახების თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.
„აზერბაიჯანის რკინიგზა“ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ რკინიგზა მხოლოდ გადასასვლელებზე გადაკვეთონ და თავი შეიკავონ ისეთი მოქმედებებისგან, რასაც მათი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება შეუძლია.