1747034060
უცხოეთი
თალიბებმა ავღანეთში ჭადრაკის თამაში აკრძალეს

თალიბებმა ავღანეთში მოსახლეობას ჭადრაკის თამაში აუკრძალა. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.
როგორც ავღანეთის სპორტის დეპარტამენტში განმარტეს, ისლამში ეს თამაში პოტენციურად აზარტულად მიიჩნევა, ასეთი თამაშები კი „თალიბანის“ მიერ 2024 წელს გამოცემული „სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების აღკვეთის შესახებ კანონის“ მიხედვით აკრძალულია.
ამასთან, როგორც ცნობილია, ქალებს სპორტში მონაწილეობა საერთოდ ეკრძალებათ.
ინფორმაციისთვის, 2024 წელს „თალიბანმა“ ავღანეთში ახალი აკრძალვა მიიღო, რომლის თანახმადაც ქალების ხმის საჯაროდ გაჟღერება იკრძალება.