Loading data...
ტაჯიკეთში 10 წლის ბიჭს ემშვიდობებიან, რომელიც მოსკოვის ოლქის სკოლაში მოკლეს

ტაჯიკეთში ემშვიდობებიან 10 წლის კობილჯონ ალიევს, რომელიც მოსკოვის ოლქის ერთ-ერთ სკოლაში მოკლეს. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

კობილჯონს დანით თავს დაესხა მოსკოვის ოლქში მცხოვრები, მეცხრე კლასელი ტიმოფეი კ. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბიჭი გარდაიცვალა.

ბიჭოს ცხედარი 18 დეკემბერს ტაჯიკეთში გადაასვენეს. პანაშვიდი შახრინავსკის რაიონის სოფელ აჯამში იმართება.

სოფელში ჟურნალისტებს ვიდეოგადაღება აუკრძალეს. ასევე აკრძალულია ბიჭის გასვენების ცერემონიის გადაღება.

ცნობისთვის, 16 დეკემბერს მოსკოვის ოლქში, ერთ-ერთ სკოლაში მოზარდი დაცვის თანამშრომელსა და ბავშვს დანით დაესხა თავს, რის შედეგადაც ბავშვი დაიღუპა.

„ოდინცოვოს საქალაქო რაიონის სოფელ გორკი-2-ში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებაში არასრულწლოვანმა დაცვის თანამშრომელი და მოსწავლე დაჭრა. ბავშვი მიღებული ტრავმის შედეგად დაიღუპა“, - იტყობინება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.

პოლიციის ცნობით, სკოლის მოსწავლემ დაცვის თანამშრომელი დანით დაჭრა, წიწაკის სპრეი შეასხა, შემდეგ კი ათი წლის მოსწავლე დაჭრა, რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად დაიღუპა.