Loading data...
ტაილანდში მატარებელი და ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ - დაიღუპა, სულ მცირე, 8 ადამიანი და 25 დაშავდა

ტაილანდში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახებას ხანძარი მოჰყვა, რის შედეგადაც, სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ამავე ცნობით, მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა და დაშავებულების გადარჩენა შეძლეს. 

შემთხვევა ბანგკოკში მოხდა.

ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.