Loading data...
სტივ უიტკოფის განცხადებით, რუსეთი, უკრაინა და შეერთებული შტატები მოლაპარაკებების გაგრძელებას მომავალ კვირას აბუ-დაბიში გეგმავენ

თეთრი სახლის ლიდერის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებები მომავალ კვირას უნდა გაგრძელდეს.

„შეერთებულმა შტატებმა, უკრაინამ და რუსეთმა სამმხრივი შეხვედრა გამართეს არაბთა გაერთიანებული საამიროების ორგანიზებით. მოლაპარაკებები ძალიან კონსტრუქციული იყო და მიღწეული იქნა შეთანხმებები, რომ დიალოგი მომავალ კვირას აბუ-დაბიში გაგრძელდეს. პრეზიდენტ ტრამპის და მისი გუნდის სურვილია დაასრულონ ომი და დაამყარონ მშვიდობა“, - წერს სტივ უიტკოფი პლატფორმა X-ზე. 

Axios-ი აშშ-ის ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ აბუ-დაბიში შემდეგი შეხვედრა 1-ელ თებერვალს არის დაგეგმილი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებს კონსტრუქციული უწოდა