Loading data...
სტივ უიტკოფი: უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებები განახლდა, მომდევნო შეხვედრაში ევროპაც ჩაერთვება

„ვფიქრობ, პროგრესი მიღწეულია“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა CNN-ის ჟურნალისტ ფრედერიკ პლაიტგენს მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში განუცხადა.

„ვფიქრობ, პროგრესი მიღწეულია. ვფიქრობ, ეს დღეს უფრო ადრე მოხდა. არავინ ფიქრობდა, რომ სამმხრივ მოლაპარაკებებს განვაახლებდით, მაგრამ ეს უკვე გავაკეთეთ. ახალი შეხვედრაც დავნიშნეთ“, - აღნიშნა უიტკოფმა.

მისივე თქმით, სწორედ ამის ნახვა სურს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

უიტკოფმა, ასევე, მიანიშნა, რომ უკრაინის კონფლიქტის შესახებ მომდევნო მოლაპარაკებებში ევროპელი წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

„ისინი ჩვენი პარტნიორები არიან და მნიშვნელოვანია, რომ პროცესში მონაწილეობდნენ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.