Loading data...
სტივ უიტკოფი: უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, გაცვალონ 314 ტყვე

უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, გაცვალონ 314 ტყვე. ეს ხუთი თვის განმავლობაში პირველი ასეთი გაცვლაა და საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით წარმოებული სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგია, - ამის შესახებ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმება შესაძლებელი გახდა მხარეებს შორის „დეტალური და პროდუქტიული“ მოლაპარაკებების წყალობით.

უიტკოფმა აღნიშნა, რომ მიღწეული შედეგის მიუხედავად, მხარეებს ჯერ კიდე ბევრი სამუშაო აქვთ.

მსგავსი ნაბიჯები აჩვენებს, რომ მუდმივ დიპლომატიურ ჩართულობას რეალური შედეგები მოაქვს და ხელს უწყობს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართულ ძალისხმევას. მოლაპარაკებები გაგრძელდება და მომდევნო კვირებში დამატებითი პროგრესია მოსალოდნელი“, - აღნიშნა უიტკოფმა.