1753614740
უცხოეთი
სტივ უიტკოფი: ომი უკრაინაში ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უნდა დასრულდეს

ომი უკრაინაში ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა ტელეკომპანია Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სჯერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკება შესაძლებელია.
ჩვენი დაუღალავი მუშაობის შედეგი რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება უნდა გახდეს. ეს უნდა მოხდეს. პრეზიდენტი ტრამპი მართალია, როცა ამბობს, ეს ომია, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ მის დასრულებას, ვიდრე ტრამპის საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება“, - აცხადებს სტივ უიტკოფი.