Loading data...
სტივ უიტკოფი: ირანელმა მომლაპარაკებლებმა განაცხადეს, რომ საკმარისი გამდიდრებული ურანი გააჩნიათ 11 ატომური ბომბის დასამზადებლად

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ირანის ოფიციალური პირები ომამდე გამართული მოლაპარაკებების დროს ამტკიცებდნენ, რომ მათ ჰქონდათ ურანის გამდიდრების უფლება, რის შედეგადაც აშშ-ის ოფიციალური პირებმა მიიჩნიეს, რომ ისინი არ აპირებდნენ თავიანთი ბირთვული ამბიციების მიტოვებას.

უიტკოფის თქმით, ირანელმა მომლაპარაკებლებმა აშშ-ს განუცხადეს, რომ მათ საკმარისი რაოდენობის გამდიდრებული ურანი გააჩნიათ 11 ატომური ბომბის დასამზადებლად.

„გავიგეთ, რომ მათ ჰქონდათ საკმარისი 60%-ით გამდიდრებული მასალა, 460 კილოგრამი, 11 ატომური ბომბის დასამზადებლად. ეს უდავო ნიშნებია, სხვა მრავალ ნიშანთან ერთად“, - განაცხადა უიტკოფმა.