სტარმერი: უკრაინაში ბრიტანული ჯარების განლაგების გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში ბრიტანული ჯარების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას თემთა პალატაში უნდა უყარონ კენჭი. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იუწყება Sky News-ი.
სტარმერმა პარლამენტის წევრებს პარიზში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ ანგარიში წარუდგინა და განაცხადა, რომ ის მათ სიტუაციის შემდგომი განვითარების შესახებ აცნობებს და უკრაინაში ბრიტანული კონტინგენტის საკითხს კენჭისყრაზე დააყენებს.
„და თუ ჯარები განლაგდებიან ხელმოწერილი დეკლარაციის შესაბამისად, მე ამ საკითხს წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრაზე დავაყენებ“, - განაცხადა სტარმერმა პარლამენტში.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ასეთი შესაძლებლობა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემდეგ განიხილება. ამავდროულად, სტარმერმა უარი თქვა, დაეკონკრეტებინა, თუ რა რაოდენობის ჯარისკაცების გაგზავნას გეგმავს ბრიტანეთი უკრაინაში.