Loading data...
სტარმერი: რასაც არ უნდა ეუბნებოდეს პუტინი საკუთარ თავს, სიმართლე ისაა, რომ რუსეთი უკრაინაში არ იმარჯვებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა და უარყო მოსაზრება, რომ რუსეთი ომს იგებს.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება“, მათ შორის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შესახებ დამატებითი ზომების მიღება, განაცხადა სტარმერმა.

მისი თქმით, ასეთი ზომები დღეს „დღის წესრიგში ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხია“.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელებმა „პუტინზე ზეწოლა უნდა გააგრძელონ და ნარატივის შეცვლას ხელი შეუწყონ“.

„რეალობა ადგილზე ისაა, რომ უკრაინა მყარად დგას. ბოლო კვირების განმავლობაში მათ ტერიტორიები დაიბრუნეს და დამპყრობლებს უზარმაზარ დანაკარგებს აყენებენ. ასე რომ, რასაც არ უნდა ეუბნებოდეს პუტინი საკუთარ თავს, ოთხი წლის შემდეგ სიმართლე ისაა, რომ რუსეთი არ იმარჯვებს. ისინი ვერ გაიმარჯვებენ და მათ უნდა შეწყვიტონ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი გზის დაბლოკვა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.