Loading data...
სტარმერი ნატოდან გასვლის შესახებ ტრამპის განცხადებაზე: ვაპირებ, ვიმოქმედო ბრიტანეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომ სერიოზულად განიხილავს შეერთებული შტატების ნატოდან გაყვანას.

სტარმერმა აღნიშნა, რომ „ხმაურის“ მიუხედავად, ის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

„რა ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩემზე და სხვებზე, რა ხმაურიც არ უნდა იყოს, მე ვაპირებ, ვიმოქმედო ბრიტანეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით“, - განუცხადა სტარმერმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, ბრიტანულ გამოცემა Daily Telegraph-თან ინტერვიუში ტრამპმა ალიანსს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის პაქტიდან ამოღება ახლა „გადახედვას არ ექვემდებარება“. მისივე თქმით, დიდი ხანია, ეჭვქვეშ აყენებს ნატოს სანდოობას.