Loading data...
„ყოველთვის ვიცოდი, რომ ისინი ქაღალდის ვეფხვი იყვნენ და სხვათა შორის, პუტინმაც იცის ეს“ - ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ნატოდან გასვლას სერიოზულად განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აქტიურად განიხილავს შეერთებული შტატების ნატოდან გასვლის საკითხს მას შემდეგ, რაც მოკავშირეებმა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს მხარი არ დაუჭირეს. ამის შესახებ ამერიკელმა ლიდერმა ბრიტანულ გამოცემა ⁠Daily Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა, წერს Reuters-ი.

გაზეთის ცნობით, ტრამპმა ალიანსს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის პაქტიდან ამოღება ახლა „გადახედვას არ ექვემდებარება“. მისი თქმით, დიდი ხანია, ეჭვქვეშ აყენებს ნატოს სანდოობას.

„ო, დიახ, მე ვიტყოდი, რომ [ეს] გადახედვას არ ექვემდებარება“, - განუცხადა ტრამპმა გაზეთს, როდესაც ჰკითხეს, გადახედავს თუ არა ის კონფლიქტის შემდეგ აშშ-ის ალიანსში წევრობას.

„ნატოს არასდროს ჰქონია ჩემზე გავლენა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ისინი ქაღალდის ვეფხვი იყვნენ და სხვათა შორის, პუტინმაც იცის ეს“, - დასძინა ტრამპმა