Loading data...
სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ ორივე მხრიდან მინიმუმ 1200 ტყვე გაცვალონ

სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ პატიმრების გაცვლის ახალ გეგმის შესახებ, რომელიც თითოეული მხრიდან მინიმუმ 1200 პატიმარს მოიცავს, განაცხადა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში თითოეული მხრიდან სულ მცირე 1200 სამხედრო ტყვე გაიცვლება“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ.

„ჩვენ ჩვენი მხრიდან შევთავაზეთ უკრაინაში სამხედრო ტყვეების უფრო დიდი რაოდენობის გადაყვანა და თუ ისინი ჩვენსას იპოვიან, მაშინ ეს რიცხვი უფრო დიდი იქნება“, - განაგრძო მედინსკიმ.