სტამბოლში ერთმანეთს სომხეთის და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეები შეხვდნენ
სტამბოლში ერთმანეთს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე სახიბა გაფაროვა და სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე, ალენ სიმონიანი შეხვდნენ. ამის თაობაზე „ეხო კავკაზა“ იუწყება.
სომხეთის ეროვნული კრებსი ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესებით კმაყოფილება გამოთქვეს. საუბარია ნაბიჯებზე, რომლებიც მშვიდობის და სტაბილურობის გაძლიერებასა და სავაჭრო კავშირების გაფართოებაზეა მიმართული.
„პარლამენტების თავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს კავშირები საპარლამენტო დელეგაციებს შორის, რომლებიც ჟენევაში, 2025 წლის ოქტომბერში გამართული შეხვედრის შემდეგ დაიწყო. ასევე შეთანხმდნენ ამ კონტაქტების და კონსტრუქციული საპარლამენტო დიალოგის გაგრძელებაზე, რათა ორი ქვეყნის საზოგადოებებს შორის ნდობა გამყარდეს“, - წერია ინფორმაციაში.
სტამბოლში აზერბაიჯანის და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეთა შეხვედრა საპარლამენტაშორისო კავშირის ფარგლებში გაიმართა. ამ კავშირის კონგრესის მუშაობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მონაწილეობს.