Loading data...
სტამბოლის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა

თურქეთში, ქალაქ სტამბოლის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი შენობა მთლიანად განადგურდა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს. 

უფრო კონკრეტულად კი, თურქული მედიის ცნობით, აფეთქება 22 მარტს ფატიჰის რაიონში, ებეს ქუჩაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

შენობის ნანგრევების ქვეშ ცხრა ადამიანი მოყვა, მაშველებმა შვიდი მათგანი გადაარჩინეს. 

ადგილზე სამაშველო, სამედიცინო და საპოლიციო ჯგუფები არიან მობილიზებული და მიმდინარეობს შესამისი სამუშაოები.