Loading data...
სტამბოლიდან თეირანის მიმართულებით რეისები გაუქმდა

სტამბოლის აეროპორტიდან თეირანის მიმართულებით ფრენები გაუქმდა, ირანის გარშემო აშშ-ის სამხედრო ძალების მზარდი თავმოყრის გამო.

სტამბოლის აეროპორტის ცნობით, ირანის დედაქალაქში „თურქეთის ავიახაზების“ და ორი ირანული კომპანიის რეისები გაუქმდა.

ასევე, გაუქმდა 28 თებერვლისთვის თეირანში დაგეგმილი ოთხი რეისი. გაუქმდა „თურქეთის ავიახაზების“ რეისი ირანის ჩრდილოეთ ქალაქ თავრიზში.

როგორც მედი წერს, თურქეთის ხელისუფლება ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს და უარს ამბობს შეუერთდეს იმ ქვეყნების სიას, რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს ისლამურ რესპუბლიკაში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევენ.