1791705100
უცხოეთი
სროლა პენსილვანიის შტატში - დაღუპულია 9 ადამიანი
„პენსილვანიის შტატის ქალაქ ერიში, საცხოვრებელ უბანში მომხდარ სროლას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა“, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის არის თავდამსხმელიც.
ქალაქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცხრავე ადამიანი პოლიციის მისვლამდე გარდაიცვალა, სამართალდამცველების ადგილზე გამოჩენის შემდეგ კი გასროლა აღარ მომხდარა.
ხელისუფლება მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებს ჯერ არ ასაჯაროებს. პენსილვანიის შტატის გუბერნატორმა ჯოშ შაპირომ მომხდარს „ტრაგიკული მასობრივი სროლა“ უწოდა.