სპარსეთის ყურეში მესამე ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი შევიდა
სპარსეთის ყურეში მესამე ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი, USS Rafael Peralta შევიდა. მანამდე ხომალდმა ჰორმუზის სრუტე გაიარა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ამჟამად სპარსეთის ყურეში საესკადრო ნაღმოსნები, USS Rafael Peralta, USS Truxtun და USS Mason იმყოფებიან და მომდევნო ბრძანებებს ელოდებიან. ხომალდები აღჭურვილია ხომალდსაწინააღმდეგო საშუალებებით და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით და მონაწილეობა უნდა მიიღონ კომერციული გემების დაცვაში, რომლებიც სპარსეთის ყურიდან ჰორმუზის სრუტის გავლით უნდა იმოძრაონ.
4 მაისს საესკადრო ნაღმოსნებზე, USS Truxtun და USS Mason-ზე ჰორმუზის სრუტის გავლისას ირანულმა ძალებმა რაკეტებით, დრონებით და სწრაფმავალი კატარღებით იერიში განახორციელეს. ამერიკელი სამხედროების ცნობით, ხომალდების თავდაცვის საშუალებებმა ყველა რაკეტა და დრონი გაანადგურეს, სოლო ორი ირანული კატარღა საპასუხო ცეცხლით ჩაძირეს.
5 მაისს კი არაბეთის გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან ირანულმა ძალებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს კომერციულ გემზე, CGM San Antonio-ზე, რომელიც ფრანგულ კომპანიას ეკუთვნის. ხომალდს ერთი რაკეტა მოხვდა, ეკიპაჟის რამდენიმე წევრი დაიჭრა.