1775906705
უცხოეთი
სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა - არის მსხვერპლი
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ერევნიდან ლორეს რეგიონში გადაადგილებისას ავარიაში მოჰყვა. ამის შესახებ სომხური მედია იტყობინება.
მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 12 კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფაშინიანს ლორეში წინასაარჩევნო შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. პოლიცია საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად იყო საჭირო.
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის ავტობუსი Nissan-ის მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.