Loading data...
სომხეთში პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი დააკავეს

ბიზნესმენი და პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. 

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებულია მონაცემები, რომ 2022–2024 წლებში წარუკიანის მიერ ორგანიზებულმა ჯგუფმა განახორციელა მასშტაბური ფინანსური დანაშაული, რომელიც მოიცავს თაღლითობას, საბაჟო დოკუმენტების გაყალბებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას.

სავარაუდო ზარალი დაახლოებით 21 მილიონ დოლარს აღემატება.

„მათ მიზანმიმართულად გააყალბეს საბაჟო დეკლარაციები და სხვა ოფიციალური დოკუმენტები და მოპარული ქონება გადამალეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

წარუკიანთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი, ხოლო კიდევ ერთ ეჭვმიტანილზე ძებნაა გამოცხადებული.