Loading data...
სომხეთში ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ 14 წევრი დააკავეს

სომხეთში ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ 14 წევრი დააკავეს.

ადვოკატმა იურა დილანიანმა განაცხადა, რომ დილიდან ანტიკორუფციულმა კომიტეტმა არტაშატში პარტია „ძლიერი სომხეთის“ სხვადასხვა ოფისში ჩხრეკა ჩაატარა და პარტიის წევრები დააკავა. მისივე თქმით, დაკავებული პირების რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს. 

„დილიდან ვცდილობდით, გაგვერკვია, სად წაიყვანეს ეს ადამიანები, რა სტატუსით და რატომ დააკავეს, მაგრამ არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდიან. დილიდან ვცდილობდით ანტიკორუფციული კომიტეტის შენობაში შესვლას ჩვენი კლიენტების დასაცავად, მაგრამ არ გვიშვებენ“, – აღნიშნა ადვოკატმა.

გავრცელებული ინფორმაციით, 14 ადამიანი წინასაარჩევნო პერიოდში მოსყიდვის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეზე არიან დაკავებულები. დაკავებულთა შორის არიან მხარდამჭერებიც.

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს უნდა გაიმართოს.