1781680937
უცხოეთი
სომხეთში ნატოს ქვეყნებთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩატარდება
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ჩატარდება ერთობლივი წვრთნები სომხეთის, აშშ-ის, საფრანგეთისა და საბერძნეთის სამხედროების მონაწილეობით. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
წვრთნები სახელწოდებით Eagle Partner-2026 17-დან 25 ივნისამდე ჩატარდება.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, მანევრების დროს უნდა მოხდეს სომხური ქვედანაყოფების მომზადება საერთაშორისო სამშვიდობო მისიებისთვის, ურთიერთქმედების შემუშავება და მართვასა და კავშირში გამოცდილების გაზიარება.