1751098282
უცხოეთი
სომხეთში მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი დააკავეს

სომხეთში შირაკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი დააკავეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, შირაქის მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანს სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
აჯაფახიანის ადვოკატის, არა ზოგრაბიანის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავარეპისკოპოსს კომუნიკაცია შეეზღუდა და ის მხოლოდ ოჯახის უახლოეს წევრებთან და დაცვის მხარესთან შეძლებს შეხვედრას.