1760968578
უცხოეთი
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და კიდევ 7 პირი დააკავეს

სომხეთში სამართალდამცველებმა ქალაქ გიუმრის მერი ვარდან ღუქასიანი დააკავეს.
სომხური მედიის ინფორმაციით, გარდა ღუქასიანისა დაკავებული კიდევ 7 პირი. დაკავებულებს ქრთამის აღება ედებათ ბრალად.
„ფართომასშტაბიანი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რომლებიც სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა ჩაატარა, მიღებულია ფაქტობრივი მონაცემები, რომ გიუმრის მერმა და მთავარმა არქიტექტორმა, წინასწარი შეთანხმებით, ქრთამი აიღეს“, - წერს „არმენპრესი“.