Loading data...
სომხეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ტელეფონით ესაუბრა თავის სომეხ კოლეგას არარატ მირზოიანს. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა

სიბიგას თქმით, არარატ მირზოიანთან საუბარში მათ განაგრძეს ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ფარგლებში შეხვედრის დროს წამოჭრილი თემების განხილვა.

„ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და ჩვენს რეგიონებში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე უფრო ფართო ევროპული უსაფრთხოებისთვის. ჩემს კოლეგას ვაცნობე უკრაინაზე რუსეთის ბოლო დარტყმების შედეგების და ჩვენი ხალხისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმდინარე ტერორის შესახებ. შევთანხმდით, რომ შევინარჩუნებთ მჭიდრო კონტაქტს და გავაგრძელებთ უკრაინა-სომხეთის თანამშრომლობის განვითარებას“, - დაწერა სიბიგამ. 

თავის მხრივ, მირზოიანმა განაცხადა, რომ მათ განიხილეს ორმხრივი საკითხები და გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ ვითარებასა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.