სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად დანიშნა
სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად დანიშნა. განკარგულება პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
„კონსტიტუციის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნიკოლ ფაშინიანი დანიშნოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე“, - ნათქვამია ბრძანებულებაში.
მანამდე პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ფაშინიანის განცხადებას მისი მთავრობის გადადგომის შესახებ. ეს ნაბიჯი იყო პროცედურის ნაწილი, რომლის თანახმადაც, ახლადარჩეული პარლამენტის მუშაობის დაწყების დღეს მინისტრთა კაბინეტი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უნდა გადადგეს.
ამის შემდეგ პარტია „სამოქალაქო შეთანხმებამ“, რომელმაც 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ფაშინიანი წარადგინა, პრეზიდენტმა კი მისი დანიშვნის შესახებ შესაბამის ბრძანებულებას ხელი მოაწერა.