Loading data...
სომხეთის პოლიციამ „ძლიერი სომხეთის“ ლიდერის სამველ კარაპეტიანის 17 მხარდამჭერი დააკავა

სომხეთის პოლიციამ ანტიკორუფციული სასამართლოს ეზოში პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერის სამველ კარაპეტიანის 17 მხარდამჭერი დააკავა. 

როგორც სომხური მედია იტყობინება, კარაპეტიანის მხარდამჭერები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის (პოლიციის თანამშრომლის კანონიერი ბრძანების შეუსრულებლობა) დარღვევისთვის დააკავეს.

17 აპრილს ანტიკორუფციულმა სასამართლომ სამველ კარაპეტიანის სასამართლო პროცესი განაახლა.

ეზოში შეკრებილ სამველ კარაპეტიანის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ პირები დააკავა.