Loading data...
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. 

„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის ეროვნული კრება აუდიტის პალატის წევრის არჩევის საკითხს განიხილავდა, რა დროსაც დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც სომხური მედია იტყობინება, მმართველი „სამოქალაქო კონტრაქტის“ წევრმა ტარონ ჩახოიანმა სიტყვით გამოსვლისას „ძლიერი სომხეთის“ ლიდერს ნარეკ კარაპეტიანს მიმართა და აღნიშნა, რომ მის ბიძაშვილს ჯერ კიდევ არ მოუხდია ბოდიში საპარლამენტო არჩევნების წინ გაკეთებული კომენტარისთვის, რომლის თანახმადაც „ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ქალთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ცალკეული სამინისტროს შექმნას აპირებდნენ“.

ნარეკ კარაპეტიანი ჩახოიანის ტრიბუნას მიუახლოვდა, რის შემდეგაც სომხეთის პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. 

ეროვნული კრების სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.