სომხეთი თურქეთთან და აზერბაიჯანთან მუშაობს, რათა სომხეთ-თურქეთის საზღვარი გაიხსნას - ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთი განაგრძობს მუშაობას აზერბაიჯანთან და თურქეთთან, რათა სომხეთ-თურქეთის საზღვარი გაიხსნას. ამის შესახებ ფაშინიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას „არმენპრესი“ ავრცელებს.
„აზერბაიჯანი ამ საკითხზე გარკვეულ პირობებს აყენებს, ამიტომ ვაგრძელებთ მუშაობას როგორც აზერბაიჯანთან, ასევე თურქეთთან, რათა კონკრეტული გადაწყვეტილებები იყოს მიღებული“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ცნობისთვის, თურქეთმა და სომხეთმა ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი 2022 წელს დაიწყეს. მაშინ სომხეთის მხრიდან თურქეთთან მოლაპარაკებას რუბენ რუბინიანი ხელმძღვანელობდა, რომელიც შემდეგ სომხეთის პარლამენტის სპიკერი გახდა. თავდაპირველად მხარეები შეთანხმდნენ, რომ საზღვარი მესამე ქვეყნების წარმომადგენლებისთვის და დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის გახსნიან, თუმცა ეს შეთანხმება რეალიზებული დღემდე არ არის.