Loading data...
სმოლენსკის ოლქში ქიმიურ ქარხანაზე უკრაინული დრონების იერიშის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 7-მდე გაიზარდა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, სმოლენსკის ოლქში  ქიმიურ ქარხანაზე უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 7-მდე გაიზარდა. 

რუსული მხარის ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაშავდა, სულ მცირე, 10 ადამიანი. 

თავდაპირველად კი, რუსულმა მხარემ 4 დაღუპულის შესახებ განაცხადა. 

ქარხანაზე უკრაინული დრონების იერიში 25 თებერვლის ღამეს მოხდა. 

რუსული მხარის განცხადების თანახმად, დარტყმა განხორციელდა, სულ მცირე, 30 დრონით. სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით აღიძრა.