სლოვენიის პრემიერი: ევროკავშირს საკუთარი თავისგან გადარჩენა სჭირდება
„როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვიღებდით, არავის წარმოედგინა, რომ მივიღებდით კავშირს, რომელსაც საკუთარი თავისგან გადარჩენა სჭირდება“, - ამის შესახებ სლოვენიის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.
იანეზ იანშამ საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ჩამოთვალა.
„როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვიღებდით, არავის წარმოედგინა, რომ მის რომელიმე წევრ ქვეყანაში და ზოგადად თავად ევროკავშირში, ყოველგვარი შედეგების გარეშე, შესაძლებელი იქნებოდა:
1. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება (რუმინეთი)
2. ეროვნული საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამის გაუქმება (უნგრეთი)
3. პოლიციის გაგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოში (პოლონეთი)
4. არჩევნებამდე სამი კვირით ადრე იმ პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრება, რომელიც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ლიდერობს (სლოვენია)
5. ეროვნული საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში პოლიციის შეყვანა, მისი დაკავება და ხელმძღვანელობის შეცვლა (პოლონეთი)
6. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეწყვეტა და თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება (სლოვენია)
7. წინა მთავრობის წევრების დაპატიმრება ისე, რომ მათ თავდაცვის შესაძლებლობა არ მიეცეთ (უნგრეთი)
8. თითქმის ერთი მილიონი არალეგალური მიგრანტისთვის დაჩქარებული წესით მოქალაქეობის მინიჭება (ესპანეთი)
9. ახალი ატომური ელექტროსადგურის დახურვა და რუსეთთან გაზსადენის მშენებლობა (გერმანია);
10. ნახშირბადის შემცველი ენერგიის წყაროების დაბეგვრა, პარალელურად, ატომური ელექტროსადგურების დახურვა და მრეწველობის ისეთ ქვეყნებში გადატანა, სადაც ეკოლოგიური სტანდარტები დაბალია - იმ საბაბით, თითქოს ამით პლანეტას ვუფრთხილდებით.
შედეგად, მივიღეთ ევროკავშირი, რომელსაც საკუთარი თავისგან გადარჩენა სჭირდება“, - აცხადებს იანეზ იანშა.
Ko smo se odločali za vstop v EU, si ni nihče predstavljal, da bo v kaki njeni članici in uniji nasploh mogoče brez posledic: 1. Razveljaviti predsedniške volitve (Romunija); 2. Ukiniti informativni program na nacionalni RTV (Madžarska); 3. Poslati policijo na Ustavno sodišče (Poljska); 4. Tri tedne pred volitvami poslati v zapor predsednika stranke, ki vodi v anketah (Slovenija); 5. Zasesti nacionalno RTV s policijo in zamenjati vodstvo (Poljska); 6. Prekiniti mandate vodstvu nacionalne RTV in izvesti čistko zaposlenih (Slovenija); 7. Poslati v zapor člane prejšnje vlade brez možnosti obrambe (Madžarska); 8. Podeliti skoraj milijon državljanstev ilegalnim migrantom po hitrem postopku (Španija); 9. Zapreti novo Nuklearno elektrarno in zgraditi plinovod do Rusije (Nemčija); 10. Obdavčiti ogljične energetske vire ob hkratnem zapiranju NE ter preseliti industrijo v države z nizkimi ekološkimi standardi pod pretvezo, da tako rešujemo planet. Nastala je EU, ki se mora reševati sama pred sabo.
— Janez Janša (@JJansaSDS) October 31, 2026