Loading data...
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის მტკიცებით, უკრაინა არასდროს იქნება ნატოს წევრი

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა რობერტ კალინიაკმა ნატოში უკრაინის გაწევრიანების შესაძლებლობა უარყო. ინფორმაციას ამის შესახებ სლოვაკური მედია ავრცელებს.

„უკრაინა არასდროს იქნება ნატოში“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ ქვეყანას მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება ევროკავშირში ყოფნასთან დაკავშირებითაც.

სლოვაკეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ევროკავშირი არ უნდა ცდილობდეს ნატოს ჩანაცვლებას.

ეს, მისი სიტყვებით, ეხება, მაგალითად, ერთიანი ევროპული არმიის შექმნის იდეას.