Loading data...
Sky News: საპროტესტო აქციაზე დაკავებული ერფან სოლტანი სიკვდილით არ დაუსჯიათ

საპროტესტო აქციაზე დაკავებული ერფან სოლტანი სიკვდილით არ დაუსჯიათ, - ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია ქვეყნის სასამართლოზე დაყრდნობით იუწყება.

სასამართლოს ცნობით, სოლტანი, რომელიც ამჟამად კარაჯის ცენტრალური სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული, ბრალდებულია „ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებასა და პროპაგანდისტულ საქმიანობაში“.

ცნობისთვის, 14 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის, შესაძლოა, სიკვდილით დაესაჯათ მომიტინგე ერფან სოლტანი. ოჯახის წევრების თქმით, სოლტანის სასიკვდილო განაჩენი ორ დღეში გამოუტანეს. თუმცა, ამ კვირაში დონალდ ტრამპმა არაერთხელ დაემუქრა ირანს ზომებით, თუ ისინი მომიტინგეებს სიკვდილით დასჯიდნენ. მოგვიანებით ტრამპმა განაცხადა, რომ მას შეატყობინეს, ირანში სიკვდილით დასჯა შეჩერებულია.