Loading data...
sky news: RAF-მა დრონების შესაძლო თავდასხმებისგან დასაცავად სამხედრო თვითმფრინავების ანგრებში განთავსება დაიწყო

დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებმა უსაფრთხოების ზომების გამკაცრების ფარგლებში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. მათ ღამის საათებში სამხედრო თვითმფრინავები ღია სივრციდან დაცულ შენობებში გადაჰყავთ, რათა დრონების შესაძლო თავდასხმებისგან დაიცვან, - ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ღია სივრცეებში, მათ შორის, ასაფრენ-დასაფრენ ბილიკებთან და ავიაბაზებზე განთავსებული საბრძოლო თვითმფრინავების გარშემო ანტიდრონული ბადეების დამონტაჟებაც იგეგმება. მსგავსი ბადეები აქტიურად გამოიყენება უკრაინაში სამხედრო ტექნიკის დასაცავად.

„სქაი ნიუსის“ ცნობით, ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურმა, MI5-მა და თავდაცვის სამინისტრომ გააფრთხილეს ბრიტანული კომპანიები, რომლებიც უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაში მონაწილეობენ, რომ რუსეთის მხრიდან დივერსიული თავდასხმების საფრთხე გაიზარდა.