1768904076
უცხოეთი
სკოტ ბესენტის გაცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ აშშ-ისა და ევროპის ლიდერები გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევენ
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ აშშ-ისა და ევროპის ლიდერები გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევენ.
„დარწმუნებული ვარ, რომ [ევროპელი] ლიდერები არ დაძაბავენ სიტუაციას და რომ ეს ყველაფერი ისე დასრულდება, რომ ყველასთვის ძალიან კარგ შედეგს მოიტანს“, - განაცხადა ბესენტმა შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან „ძალიან კარგი“ სატელეფონო საუბარი ჰქონდა და რომ დავოსში სხვადასხვა მხარესთან შეხვედრას დათანხმდა.