Loading data...
სკოტ ბესენტი: ზოგჯერ დეესკალაციისთვის ესკალაციაა საჭირ

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში ომში „ყველა ვარიანტს განიხილავს“.

„ზოგჯერ დეესკალაციისთვის ესკალაციაა საჭირო“, - განუცხადა ბესენტმა NBC News-ს.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა აშშ-ის ჯარების განთავსება ირანის კუნძულ ხარგზე, ბესენტმა უპასუხა, რომ აშშ-მა კუნძულზე ძალიან წარმატებული კამპანია ჩაატარა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ყველა ვარიანტია მაგიდაზე“.

ის აღნიშნავს, რომ ტრამპს ირანთან ომში „ძალიან მკაფიო მიზნები“ აქვს, კერძოდ, ირანის საზღვაო და საჰაერო ძალების, მისი სარაკეტო შესაძლებლობების განადგურება. ის დასძენს, რომ აშშ ასევე უზრუნველყოფს, ირანს არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

ბესენტის თქმით, ირანის დარტყმების უმეტესობა „მარტოხელა მგლის საქმიანობაა“.