Loading data...
სკოტ ბესენტი რუსეთის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი რუსეთის ფინანსთა მინისტრს ანტონ სილუანოვს შეხვდა, - აღნიშნულ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება იტყობინება, ბესენტი რუსეთის ფინანსთა მინისტრს ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ ეშვილში, „დიდი ოცეულის“ ფინანსთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში შეხვდა.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ცნობით, ბესენტმა რუს კოლეგასთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმა“ განიხილა.