Loading data...
სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ აშშ მზად არის პუტინზე ზეწოლისთვის, თუმცა მისმა ევროპელმა პარტნიორებმაც იგივე უნდა გააკეთონ

„შეერთებული შტატები მზად არის პუტინზე ზეწოლისთვის, თუმცა მისმა ევროპელმა პარტნიორებმაც იგივე უნდა გააკეთონ“, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

„ჩვენ მზად ვართ რუსეთზე ზეწოლა გავზარდოთ, მაგრამ გვჭირდება, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც გამოგვყვნენ“, - ბესენტის განცხადებას The New York Times-ის ეკონომიკური პოლიტიკის რეპორტიორი ალან რაპოპორტი ციტირებს. 

ბესენტი მიიჩნევს, რომ რუსული ნავთობის შემძენ ქვეყნებზე დამატებითი მეორადი სანქციები უნდა დაწესდეს. ეს კი რუსეთის ეკონომიკას სრულ კოლაფსამდე მიიყვანს. 

მინისტრი ასევე მიიჩნევს, რომ აშშ-სა და ევროპის მხრიდან ასეთი ნაბიჯები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს.