სირსკი: რუსი ჯარისკაცების რაოდენობა უკრაინაში წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა
უკრაინაში რუსული ჯარების რაოდენობა მუდმივად იზრდება და ფრონტის ხაზზე ვითარება ძალიან დაძაბულია. ამის შესახებ Le Monde-თან ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
„რუსული ჯარების რაოდენობა მუდმივად იზრდება. წელს, ჩვენი შეფასებით, უკრაინის მიწაზე დამატებით 100 000 რუსი ჯარისკაცი იმყოფება“, - განაცხადა მან.
სირსკიმ აღნიშნა, რომ „ომის ინტენსივობა კვლავ იზრდება როგორც მასშტაბით, ისე ჯარების რაოდენობით”.
მისივე თქმით, „კონფლიქტმა მიაღწია ისეთ ტექნოლოგიურ დონეს, რომ ახლა შეგვიძლია ვისაუბროთ როგორც ტექნოლოგიურ დაპირისპირებაზე, ასევე სამხედრო ძალების დაპირისპირებაზე“, რაც მნიშვნელოვნად აისახა ბრძოლის ველზე ჯარების მიერ გამოყენებულ ტაქტიკაზე.
სირსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვთ თავდაცვის სტრატეგია მტრის წინააღმდეგ, რომლის ძალაც უკრაინას სამხედროების რაოდენობით და იარაღით აღემატება.
„ჩვენი მთავარი მიზანი თავდაცვაში არის ბრძოლის ველზე მტრისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენება და მისი სამხედრო პოტენციალის განადგურება მის ტერიტორიაზე“, - განაცხადა მან.