1789823774
უცხოეთი
სირიის ხელისუფლების ცნობით, აღმოსავლეთში, სამხედრო ბაზაზე აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
სირიის ხელისუფლების ცნობით, აღმოსავლეთ დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში, სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ არმიის ბაზაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
სახელმწიფო მედიის ცნობით, აფეთქების ადგილზე მეხანძრეები და მაშველები მივიდნენ, თუმცა დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ დაუკონკრეტებიათ.