1771154144
უცხოეთი
სირიის არმია აცხადებს, რომ შადადის სამხედრო ბაზაზე კონტროლი დაამყარა
სირიის არმიამ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან კოორდინაციის შემდეგ, მან სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე შადადის სამხედრო ბაზაზე კონტროლი დაამყარა.
როგორც მედია წერს, სირიის არმიის ეს ნაბიჯი აშშ-ის მიერ ალ-ტანფის სტრატეგიული ბაზიდან გასვლას მოჰყვა. იქამდე კი, აშშ-მა ქურთების მიერ მართული სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) სირიის ამჟამინდელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადასვლას დაუჭირა მხარი.