Loading data...
სირიაში მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

8 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა სირიის ქალაქ ჰომსის შიიტურ მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

აფეთქება ალავიტების მეჩეთში, შუადღის ლოცვის შემდეგ მოხდა, როდესაც შენობაში ბევრი ადამიანი იმყოფებოდა.

წინასწარი ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მეჩეთის შიგნით იყო დამონტაჟებული. ამ დროისთვის ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.