SIPRI: ევროპამ სამხედრო ხარჯები 14%-ით გაზარდა
ევროპამ სამხედრო ხარჯები 14%-ით გაზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტი (SIPRI) ავრცელებს.
SIPRI-ის ცნობით, ნატოს 29 ევროპულმა წევრმა ქვეყანამ ჯამში 559 მილიარდი დოლარი დახარჯა, ალიანსის 22-მა წევრმა თავდაცვაზე მშპ-ს მინიმუმ 2% ან მეტი გამოყო.
ამასთან, ევროპის ქვეყნებს შორის თავდაცვაზე ყველაზე მეტი გერმანიამ დახარჯა, რომლის ხარჯებიც წინა წელთან შედარებით 24%-ით გაიზარდა და 114 მილიარდ დოლარს მიაღწია. გერმანიის სამხედრო ხარჯებმა 1990 წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა 2%-იან ზღვარს და 2025 წელს მშპ-ს 2.3%-ს მიაღწია.
ესპანეთის სამხედრო ხარჯები 50%-ით გაიზარდა და 40.2 მილიარდ დოლარს მიაღწია, ქვეყნის თავდაცვის სამხედრო ხარჯებმა მშპ-ს 2% პროცენტს გადააჭარბა 1994 წლის შემდეგ პირველად.
„2025 წელს ნატოს ევროპელი წევრების სამხედრო ხარჯები 1953 წლის შემდეგ ნებისმიერ დროსთან შედარებით ყველაზე სწრაფად გაიზარდა, რაც ასახავს ევროპის მიერ თვითკმარობისკენ სწრაფვას, შეერთებული შტატების მხრიდან ალიანსში ტვირთის განაწილების გაზრდის მიზნით მზარდი ზეწოლის პარალელურად“, - აღნიშნა ჯეიდ გიბერტო რიკარმა, SIPRI-ს სამხედრო ხარჯებისა და იარაღის წარმოების პროგრამის მკვლევარმა.