Loading data...
„სიმართლე გაიმარჯვებს“ - სარკოზიმ ციხიდან გათავისუფლებაზე კომენტარი გააკეთა

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, რომელიც ციხიდან გაათავისუფლეს, მოკავშირეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სარკოზიმ განაცხადა, რომ ის უკვე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მისწერა მხარი დაუჭირა და დაიცვა.

ახლა, როცა თავისუფალი ვარ და ჩემს ოჯახთან ერთად ვარ, მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო ყველას მიმართ, ვინც მომწერა, მხარი დამიჭირა და დამიცვა. თქვენმა ათასობით მხარდაჭერის შეტყობინებამ მომცა ძალა, გავუძლო ამ განსაცდელს. კანონი ამოქმედდა. ახლა მე მოვამზადებ სააპელაციო საჩივარს. მთელი ჩემი ენერგია ერთ მიზანზეა ორიენტირებული - ჩემი უდანაშაულობის დამტკიცება. სიმართლე გაიმარჯვებს. ეს აშკარაა და ცხოვრება ამას გვასწავლის“, - დასძინა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.