1757705705
უცხოეთი
სიკორსკი უნგრეთს მოუწოდებს, მოხსნას ვეტო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ უნგრეთი გააკრიტიკა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ვეტოს დადების გამო.
სიკორსკის თქმით, პოლონეთი მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროკავშირის თავმჯდომარე დანიასთან, რომ ევროკავშირის გაფართოება მოლდოვისა და უკრაინის გაწევრიანების საფუძველზე დარჩეს დღის წესრიგში პრიორიტეტულ საკითხად.
„ჩვენ მოვუწოდებთ უნგრეთს, გააუქმოს ვეტო პირველ კლასტერზე მოლაპარაკებების დაწყებაზე. მოუთმენლად ველოდებით უკრაინის მიღებას ევროკავშირის ოჯახში“, - აღნიშნა რადოსლავ სიკორსკიმ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ უნგრეთზე კოორდინირებული ზეწოლა მოიტანს შედეგს.