სიკორსკი: უკრაინელები დასავლეთს რუსეთთან ბრძოლას ასწავლიან და არა პირიქით

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი მიიჩნევს, რომ დასავლეთის მთავრობებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ უკრაინელები მათ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას ასწავლიან და არა პირიქით. ამის შესახებ მან ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონურ დრონების საწინააღმდეგო ჯგუფებს უკრაინელი ოპერატორები გაწვრთნიან, რათა ისწავლონ მომავალი თავდასხმებისგან თავის დაცვა.
„უკრაინელებს რუსული დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად უკეთესი აღჭურვილობა აქვთ, ასევე გაცილებით ღრმა და რელევანტური გამოცდილება რუსეთის არმიასთან დაპირისპირებაში“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, პოლონური ჯგუფების წვრთნები პოლონეთში, ნატოს სასწავლო ცენტრში ჩატარდება, რომელიც უკრაინაზე „უფრო უსაფრთხო გარემოა“.
პოლონელმა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთის მთავრობებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ უკრაინელები ასწავლიან მათ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას და არა პირიქით.
„ეს არის ის, რაც დასავლურმა მთავრობებმა სასწრაფოდ უნდა გაითვალისწინონ თავიანთ აზროვნებაში: სწორედ უკრაინელები გვასწავლიან, თუ როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა რუსეთს და არა პირიქით“, - დასძინა სიკორსკიმ.