Loading data...
სიკორსკი: თავად ისრაელის ჯარისკაცები აღიარებენ ომის დანაშაულებს, მათ არა მხოლოდ პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქეები, არამედ საკუთარი მძევლებიც კი მოკლეს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი სამხრეთ ლიბანში ისრაელელი ჯარისკაცის მიერ მაცხოვრის ქანდაკების დაზიანების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კარგია, რომ მისმა ისრაელელმა კოლეგამ გიდეონ საარმა „ბოდიში სწრაფად მოიხადა“.

როგორც სიკორსკი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, თავად ისრაელის სამხედროები აღიარებენ ომის დანაშაულებს, მათ არა მხოლოდ პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქეები, არამედ საკუთარი მძევლებიც კი მოკლეს.

„კარგია, რომ მინისტრმა საარმა სწრაფად მოიხადა ბოდიში; იყო რაღაც, რისთვისაც ბოდიშის მოხდა საჭირო იყო.

ეს ჯარისკაცი უნდა დაისაჯოს, მაგრამ ასევე უნდა მიიღონ გაკვეთილები მათი მომზადების წესებთან დაკავშირებით. 

თავად ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები აღიარებენ ომის დანაშაულებს. მათ არა მხოლოდ პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქეები, არამედ საკუთარი მძევლებიც კი მოკლეს“, - წერს რადოსლავ სიკორსკი.