1749191975
უცხოეთი
სიკორსკი მასკს: ხედავ, დიდო კაცო, პოლიტიკა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე გეგონა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მილიარდერ ილონ მასკს შორის საჯარო დაპირისპირებას გამოეხმაურა და მასკს შეახსენა, რომ პოლიტიკა ადვილი საქმე არ არის.
„ხედავ, დიდო კაცო, პოლიტიკა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე გეგონა“, - წერს სიკორსკი და აზიარებს მასკის 9 მარტის პოსტს, სადაც ამერიკელმა მილიარდერმა სიკორსკის „პატარა კაცი“ უწოდა.
See, big man, politics is harder than you thought. https://t.co/2QMoCCPSgG
— Radosław Sikorski 🇵🇱🇪🇺 (@sikorskiradek) June 5, 2025