Loading data...
სიიარტო: უნგრეთი უარყოფს პარიზის გადაწყვეტილებებს, რომლებიც ომის გაგრძელებას ითვალისწინებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ 6 იანვარს პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე ლიდერებმა „ომის გაგრძელების შესახებ შემდგომი გადაწყვეტილებები“ მიიღეს. 

სიიარტოს თქმით, საუბარია უკიდურესად სახიფათო გადაწყვეტილებებზე და უნგრეთის მთავრობის ამოცანაა, დაიცვას უნგრელი ხალხი და უნგრული ოჯახები რუსეთთან ომისგან, რომელსაც ბრიუსელი ითხოვს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ომისგან უნგრეთის დაცვა მხოლოდ „სუვერენულ მთავრობას“ შეუძლია.

„ცხადია, შეიქმნებოდა ბრიუსელის მარიონეტული მთავრობა, რომელიც სრულად შეასრულებდა ბრიუსელის ნებას. ასეთი მთავრობა უნგრეთს ომში ჩაითრევდა, რომლის წარმოებაც ბრიუსელს რუსეთის წინააღმდეგ სურს“, - განაცხადა სიიარტომ.

მან დასძინა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რომლებიც ომს შეაჩერებს.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ უნგრეთის სუვერენული, ეროვნული მთავრობა დაიცავს უნგრელ ხალხს, უნგრელ ოჯახებს და თავად უნგრეთს ამ ომისგან. ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, მხარს ვუჭერთ აშშ-სა და რუსეთს შორის მაღალი დონის მოლაპარაკებებს და უარვყოფთ ბრიუსელის ახალ სამხედრო გადაწყვეტილებას“, - განაცხადა უნგრელმა მინისტრმა.